|
2026-07-06 16:30:07, 1887 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე - ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ეხება. როგორც ირაკლი კირცხალია მიიჩნევს, საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს, რისი გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს. „სულ სამი ფაქტი მოიძიეს ათი დღის „საფუძვლიანი ძებნის“ შემდეგ. თუ არ ვცდები, ერთი იყო ბრიტანეთში, სადაც საპარლამენტო კორპორაციულ საღამოზე, მგონი, კარაოკე საღამო იყო, დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა, რომელიც მსგავს თემაში აქამდე შემჩნეული იყო. მეორე ფაქტი მოიძიეს საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს - როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა სახის არეში, მაჯის არეში. მძიმე დაზიანება მიიღო ამ დეპუტატმა. მესამე - სენეგალში ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხმძიმე ქალს დაესხა ქალს და არ ვიცი, ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები, პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე, თუ ბატონი ფარულავა წარმოადგენს ორსულობის ცნობას. რაც შეეხება ამ ჟივილ-ხივილს და თემის აწევას, ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად, ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი, ზუსტად ის ჯგუფი რომელიც მოხვდა, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია. რეალურად, ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. თავიანთივე კვლევით, თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ პრეცედენტი არ არსებობს. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში“, - განაცხადა კირცხალიამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)