|
2015-02-19 12:37:19, 779 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეუთოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ორჰუსის კონვენციის შესრულების მექანიზმები, ადამიანის უფლებების და გარემოსდაცვითი კანონების ურთიერთქმედება საერთაშორისო სამართალში, სასამართლო ორგანოების როლი - ეს ის საკითხებია, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. „ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით ორჰუსის კონვენციის მონაწილეებს და განვიხილავთ რეგიონში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებს. დიდი მოლოდინი მაქვს საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, - განაცხადა ეუთოს ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში იან დარპომ. შეხვედრას ეუთოს ოფისის, ევროპის ეკო ფორუმის, ბელგიისა და აზერბაიჯანის სასამართლოს, გარემოსდაცვითი გამოძიების ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)