საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. 

" />
15:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 15:53:58, 492 ნახვა

საზოგადოება
თინათინ ხიდაშელი: საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის.

თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.

„GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთ ევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ფართო ჯგუფი ჩამოდის ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენს თემებზე, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმაც.

„საქართველოში ეს ჩემი მეორე ვიზიტია, რაც შესაძლებლობას მაძლევს, უკეთ გავეცნო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავიგო, რა პოზიცია აქვს საქართველოს მეზობლებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეს იყო“, - განაცხადა გაზეთ „ფიგაროს“ ჟურნალისტმა პიერ ავრილმა.

ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ორდღიანი პროგრამით იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას და ორგანიზებულია ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია European Journalism Centre-ისა და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ.

ჟურნალისტები შეხვედრებს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან გამართავენ. მოგვიანებით კი, საქართველოში მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მასალებს მოამზადებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იმედა დარსალია და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი დაესწრნენ.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics