15:57 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 15:50:41, 520 ნახვა

საზოგადოება
„საბას“ ახალი პროექტის „ხმოვანი წიგნების“ პრეზენტაცია გაიმართება

 „საბას“ ახალი პროექტის „ხმოვანი წიგნების“ პრეზენტაცია გაიმართება 6 აპრილს 17:00 საათზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რამდენიმე ასეული ხმოვანი წიგნით.

„საბას" ხმოვანი წიგნები სრულად იქნება ადაპტირებული უსინათლო ადამიანებზე, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ მათ.

ამასთან, ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტადარტების მიხედვით შექმნილი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით შაბა ღეადერ.

პრეზენტაციაზე მოხდება „საბას" პირველი ხმოვანი წიგნის ჩაწერა - ღონისძიების სტუმარი თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსების ანთოლოგია, რომელსაც ისინი ადგილზე ჩაწერენ.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდება.

 მის: გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის ბაღი

(R ) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics