|
2026-07-02 10:08:36, 251 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. კერძოდ, რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და 3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება. ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება; უცხოურს ენას გამოცდების განრიგი კი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა; მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და14 ივლისი (პირველი სესია); ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის 22 ივლისს (პირველი სესია). რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. ამასთან, 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. “გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)