17:16 - 18 Aug, 2026
|
2026-07-01 18:03:27, 3865 ნახვა
ეკონომიკა
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ თოშხუა და შერვაშიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა. 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)