|
2026-07-01 13:51:21, 1814 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
„ბლუმბერგის“ მილიარდერების ინდექსის მიხედვით, რომელიც ნაწილობრივ კომპანიების აქციების ღირებულების მიხედვით გამოითვლება, რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების ქონება 2026 წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა. რეიტინგის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი ქონების ზრდა „სევერსტალის“ დამფუძნებელმა ალექსეი მორდაშოვმა განიცადა, მისი კაპიტალი 2.29 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 28.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მას მოსდევს „ნოვატეკის“ აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ მიხელსონი (+1.8 მილიარდი დოლარი, 25.5 მილიარდ დოლარამდე), „ევროქემისა“ და „სუეკის“ დამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო (+1.71 მილიარდი დოლარი, 20.6 მილიარდ დოლარამდე), გენადი ტიმჩენკო (+1.15 მილიარდი დოლარი, 15.4 მილიარდ დოლარამდე) და „UMMC“-ის დამფუძნებელი ისკანდერ მახმუდოვი (+719 მილიონი დოლარი, 8.6 მილიარდ დოლარამდე). ასევე გაიზარდა მიხაილ ფრიდმანის (+588 მილიონი დოლარი, 10.7 მილიარდ დოლარამდე), სულეიმან კერიმოვის (+583 მილიონი დოლარი, 11 მილიარდ დოლარამდე) და ტატიანა კიმის (+416 მილიონი დოლარი, 8.3 მილიარდ დოლარამდე) ქონება. სიაში მყოფ რუსებს შორის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა მიხაილ პროხოროვის ქონებაზე, რომელიც 5.46 მილიარდი დოლარით შემცირდა 11.1 მილიარდ დოლარამდე. Telegram-ის თანადამფუძნებლის პაველ დუროვის ქონება 2.21 მილიარდი დოლარით შემცირდა 12.2 მილიარდ დოლარამდე, ხოლო Norilsk Nickel-ის პრეზიდენტის, ვლადიმერ პოტანინის ქონება 1.08 მილიარდი დოლარით შემცირდა 25.3 მილიარდ დოლარამდე. სააგენტო Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსს 2012 წლის მარტიდან აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ქონების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)