|
2016-04-05 13:11:16, 594 ნახვა
საზოგადოება
სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ინტერნეტის უფასო აქტივაციას სთავაზობს
სილქნეტის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტის აქტივაციისას, ახალი აბონენტები სპეციალური პირობებით სარგებლობენ. 27 აპრილამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც პაკეტს „სილვერს“ (თვეში 28 ლარი) ან „პლატინუმს“ (თვეში 38 ლარი) აირჩევს, დროებით სარგებლობაში, უფასოდ გადაეცემა WiFi ან USB მოდემი. სილქნეტის 4G LTE სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომლიც ინსტალაციას არ საჭიროებს და მისი მხოლოდ დენის წყაროზე მიერთებაა საჭირო. აღნიშნული ტექნოლოგიის ინტერნეტით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს უამრავ ვებ-გვერდს, უყუროს ფილმებს, ისარგებლოს ელ-ფოსტით, Skype-ით, Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელებით, ატვირთოს/ჩამოტვირთოს ფოტოები. არჩევანის გაადვილების მიზნით, „სილქნეტის“ ვებ-გვერდზე შექმნილია 4G LTE ინტერნეტ კალკულატორი, რაც ეხმარება აბონენტს გამოთვალოს სავარაუდო ინტერნეტ ტრაფიკი და ისე შეარჩიოს პაკეტი. ამჟამად, თბილისის 25 ზონის გარდა, სილქნეტის 4G LTE უახლესი ტექნოლოგიის სწრაფი ინტერნეტით სარგებლობს: მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა-ქართლის, ქვემო ქართლის 60-ზე მეტი სოფელი. იანვრიდან დღემდე ჩაირთო: ქვემო ქართლში: ყიზილაჯლო, კესალო, ნაზარლო, ფარისი, თამარისი; აჭარაში: ციხისძირი. კახეთში: ქვემო ქედი, არხილოსკალო, ზემო ქედი. სამეგრელოს სოფლების ნუსხას დაემატა: საქირიო, ძველი სენაკი, ზედა და ქვედა სორტა, ნაჯავახო; ასევე სილქნეტის 4G LTE ინტერნეტი ხელმისაწვდომია სადახლოსა და მეჯვრისხევის დასახლებულ პუნქტებში. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპანიას, უმოკლეს ვადაში, გაზარდოს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობის წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან. სულ ახლახანს სილქნეტის 4G LTE სერვისს ახალი ფუნქცია დაემატა - ამავე მოდემზე სატელეფონო კავშირის გააქტიურება გახდა შესაძლებელი. ქალაქის ნომრის შერჩევა მიმდინარეობს სერვის ცენტრში ვიზიტით ან ცხელი ხაზის 2 100 100 საშუალებით. Silver ან Platinum პაკეტის მომხმარებელი სატელეფონო სერვისზე სააბონენტო მომსახურების საფასურს არ იხდის და უფასოდ საუბრობს საქართველოს მასშტაბით სილქნეტის ყველაზე დიდ ქსელში - თბილისსა და რეგიონებში. აბონენტებს შეუძლიათ არჩევანი არსებულ სამ პაკეტს შორის გააკეთონ, თუმცა აქციაში მონაწილეობს ორი პაკეტი - Silver 80გბ-მდე და Platinum- 100 გბ-მდე გაზრდილი ინტერნეტ მოცულობით. გამარტივებულია მოცულობის დამატების პროცესი. სმს--ის მეშვეობით, 5 ლარად 10 გბ მიღებაა შესაძლებელი ოპერატიულად. მოქმედებს მოწყობილობის ადგილზე მიტანის სერვისი - კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები მოდემის ტესტირებას ახდენენ მომხმარებელის ბინაზე ან ოფისში. აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. მომხმარებლები ამ პირობით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)