|
2026-06-25 11:34:23, 4020 ნახვა
ეკონომიკა
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
"NATO რეალურად ჩვენს საზღვრებს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ალიანსმა ტარანის (ზეწოლისა და წინსვლის იარაღის) სახით გამოიყენა მარიონეტული რეჟიმები. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, ასე მოხდა უკრაინაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად გადაიქცა. სამწუხაროდ, იგივე ახლა ხდება მოლდოვაშიც და, სამწუხაროდ, სომხეთშიც", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა. "NATO-მ სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლისა და შეტევის ინსტრუმენტად მარიონეტული რეჟიმები გამოიყენა. რუსეთმა ეს საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ასევე იმ დროებითი, როგორც აღმოჩნდა, დათბობის პერიოდში დასავლეთთან ურთიერთობებში. იმ დროს, ჩვენი ქვეყნის მიმართ პარტნიორობისკენ სწრაფვის შესახებ ლამაზი სიტყვების საფარქვეშ, NATO რეალურად ჩვენს საზღვრებს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ალიანსმა ტარანის (ზეწოლისა და წინსვლის იარაღის) სახით გამოიყენა მარიონეტული რეჟიმები. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, ასე მოხდა უკრაინაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად გადაიქცა. სამწუხაროდ, იგივე ახლა ხდება მოლდოვაშიც და, სამწუხაროდ, სომხეთშიც", - ამბობს ის.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)