|
2026-06-24 19:58:26, 3750 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ მისი პარტიის მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, რომელიც "მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს". "რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება". ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე. "ქართული ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”, - წერს გახარია X-ზე.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)