17:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 16:07:30, 278 ნახვა

სამართალი
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დოქტორ გიორგი ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: მას შეუძლია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დადოს, თუ აღიარებს „ჩადენილ დანაშაულს... და გამოთქვამს სინანულს“ და მისცემს ჩვენებას.

„ყველა ბრალდებულთან, რომლებმაც აღიარეს და გამოთქვეს სინანული დანაშაულის გამო, საპროცესო შეთანხმება დაიდო.

რაც შეეხება ჩახუნაშვილს, მან არც დანაშაული აღიარა და არც სინანული გამოხატა და სწორედ ამიტომ სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელს.

ამ საქმეში ალტერნატიული მექანიზმი შეიძლებოდა ყოფილიყო საპროცესო შეთანხმების დადება.

ამავდროულად, შემიძლია თამამად ვთქვა: თუ ის გადაწყვეტს აღიაროს დანაშაული, რომელშიც მას ბრალი ედება და გამოთქვამს სინანულს, და თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანს, აღიარებს დანაშაულს სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ შეგვიძლია იმავე დღეს გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გვარაკიძემ.

19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 7 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics