19:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 11:24:25, 1815 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

19, 20, 21 ივნისს, თბილისმა, უკვე მეორედ უმასპინძლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026 და რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემა კიდევ ერთხელ გააერთიანა.

სამი დღის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად იქცა, სადაც თავი მოიყარეს ინოვაციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებმა, ინვესტორებმა, მეწარმეებმა და პროფესიონალებმა.

თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, GTWT-ის მთავარი მხარდამჭერია. ღონისძიებაზე თიბისის ტექ.გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ სჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისი ტექში.

ღონისძიებაზე, არჩილ ვარდიძემ (თიბისის დიზაინის მთავარმა ოფიცერმა), გიორგი კინწურაშვილმა (ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერმა), გუგა ბურდულმა (ციფრული ანალიტიკის ლიდერმა), ალექსანდრე შაფათავამ (ეჯაილ ქოუჩმა) სხვადასხვა სცენიდან ისაუბრეს ინოვაციების მართვაზე, დიზაინის გავლენაზე ბიზნესზე, ასევე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც თიბისი პარტნიორი კომპანიებისთვის ქმნის. 

20 ივნისს, GTWT-ის მთავარი კონფერენცია Factory Tbilisi-ში გაიმართა. დამსწრეებმა მოისმინეს დისკუსიები ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ფინტექის, Web3-ის, დიზაინის, პროდუქტის განვითარების, გეიმინგის, ურბანული ინოვაციებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Google, Apple, Revolut, Nike და Fuckup Nights და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics