|
2026-06-23 12:19:29, 1648 ნახვა
ეკონომიკა
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
25 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე გაიმართება. ღონისძიება თავს მოუყრის ევრაზიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს, საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს (VC), კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერებს. 500 Global in Eurasia საქართველოში საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, მათთვის საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებასა და გლობალურ ბაზრებზე ზრდის შესაძლებლობების შექმნას. დემო დღის ფარგლებში, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები აუდიტორიას საკუთარ პროდუქტებს, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვას წარუდგენენ. ღონისძიება სტარტაპებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ ახალი პარტნიორობები და საერთაშორისო ეკოსისტემის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური უკუკავშირი მიიღონ. თუ გაინტერესებთ ტექნოლოგიური ინოვაციები, სტარტაპები, ვენჩურული ინვესტიციები და რეგიონში განვითარებადი სამეწარმეო ეკოსისტემა, დაესწარით 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://events.500.co/500eurasiabatch10demoday/BOG ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება. 500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)