|
2026-06-23 10:17:32, 6021 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უნდა, რომ ყველას შეახსენოს „თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“. „მინდა ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო, მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა რეალურად ერთი ხმა კი არა ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო. კი მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი თუ რა ხდება ამ ქვეყანაზე? და რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება, არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) - ჩემო ეკა, იცი რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ ვიდრე ზოგიერთ სხვას. ამ თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ხოდა თუ არ იღებთ, ესე იგი ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი. იმათაც მინდა ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა) მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა. მე მაგალითად მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა რომ ციხეში არიან. ხოდა რა ვიცი, მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ა.შ.“, - წერს სააკაშვილი.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)