|
2026-06-19 14:24:01, 2605 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
24 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET), ეროვნული პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან ერთად, გაფართოების საკითხებზე პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრას (ICM) გამართავს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს. ევროსკოპი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები AFET-ის წევრებთან ერთად ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი. როგორც "ევროსკოპს" წყარო ეუბნება რომ, ქართული დელეგაცია ამ შეხვედრაზე არ იქნება. ამას მოწმობს ევროსკოპის მიერ ნანახი მონაწილეების სია, რომელშიც ასევე არ არის საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით".- წერს ევროსკოპი და აცხადებს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)