15:06 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 10:02:15, 2161 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალიის მთავრობა უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2025 წლის დეკემბერში PURL-ის ფარგლებში 50 მილიონი დოლარის ვალდებულების შემდეგ, კანბერა მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიდევ ორ დამატებით 50 მილიონი დოლარის შენატანს განახორციელებს.

ამრიგად, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ასევე მნიშვნელოვანია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ავსტრალიამ შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ის საკუთარი პირობებით მშვიდობას არ მიაღწევს“, - განაცხადა ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა მარლესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics