|
2016-04-04 18:40:31, 649 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება. შესაბამისი დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს 10.00 სთ დაიწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადად 2016 წლის 14 აპრილის 18.00 სთ განისაზღვრა. კენჭისყრის პროცედურა კი 2016 წლის 20 აპრილს 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გაიმართება. არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება, ანუ ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარებასა და საორგანიზაციო საკითხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)