03:51 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 18:25:58, 601 ნახვა

საზოგადოება
სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო

სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

ქართული ენის შეწავლის სურვილი სადასახლოსა და ფოკას 200-მდე მცხოვრებმა გამოთქვა. მათ შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე უფროსები. სასწავლო პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ის 24 აკადემიურ საათს მოიცავს.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობებისთვის ყვარელწყალის (დუისი), სართიჭალის, კაბალისა და ფოკის საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა.

იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics