20:35 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 11:57:25, 1386 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ეხმაურება. 

"წუხელ ჩვენმა შორი რადიუსის სანქციებმა კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს - ამ კვირაში უკვე მეორედ მიაყენეს დარტყმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. სამიზნეები განადგურდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე და ჩვენი სამხედროების მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ასაზრდოებენ. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს კოორდინირებული ძალისხმევისთვის - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, სამხედრო დაზვერვასა და ჩვენს სარაკეტო ბრიგადას სიზუსტისთვის.

ბოლო დღეებში ჩვენმა ყველა პარტნიორმა აღნიშნა ჩვენი საშუალო რადიუსის დარტყმებისა და შორ რადიუსზე მოქმედი სანქციების სიზუსტე და ეფექტიანობა. დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა დიპლომატიაში საჭირო ნაბიჯები გადადგას", - წერს ზელენსკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics