|
2016-04-04 16:34:32, 376 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: საქართველო ვარშავის სამიტზე არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას უნდა ელოდოს
საქართველო ვარშავის სამიტზე უნდა ელოდოს არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას და მოკავშირეების მხარდაჭერას ამ პაკეტის მიმართ, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ნატოს კვირეულის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ნატო-ს კვირეულის ფარგლებში რუსული პროპაგანდის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას როგორც ოფიციალური პირები, ასევე უცხოელი სტუმრები იღებენ. აშშ-დან საგანგებოდ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბენჟამინ ზიფი ჩამოვიდა. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ. "ძალიან ნათელი იყო 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გზავნილი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ძლიერი მაჩვენებელია აქტიური თანამშრომლობისა და სწავლების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ თანამშრომლობას ინარჩუნებს. ვფიქრობ, ყველა აღიარებს საქართველოს დახმარებას ავღანეთში და მისი მიერ გაღებულ მსხვერპლს. სწორედ ასეთი თანამშრომლობა აქცევს საქართველოს ნატოს წევრობის შესაფერის კანდიდატად", - განაცხადა ბენჟამენ ზიფიმ. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ზუსტად რა მოხდება ვარშავის სამიტზე ჯერ შეთანხმებული არ არის. "სამიტამდე კიდევ გაიმართება მინისტერიალი და განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველო ვარშავის სამიტზე უნდა ელოდოს არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას და მოკავშირეების მხარდაჭერას ამ პაკეტის მიმართ. ეს გრძელვადიანი პროცესი უნდა იყოს და არა ორწლიანი, სამიტიდან სამიტამდე“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)