|
2026-06-11 22:56:59, 2354 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ირანს ამაღამ თავს აღარ დაესხმება. ამის შესახებ მან Truth Social-ზე დაწერა და განაცხადა, რომ გააუქმა ირანზე დღეს საღამოს დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები. იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონემდე იქნა აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული საკითხები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეპტუალურად, ისე დეტალების დონეზე, დამტკიცებულია ყველა მონაწილე მხარის მიერ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ. საზღვაო ბლოკადა სრულად დარჩება ძალაში ამ შეთანხმების გაფორმებამდე ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება", - დაწერა მან.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)