|
2016-04-04 16:04:27, 407 ნახვა
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: არავითარი გაფიცვა არ არის, ყველაფერი დალაგდება
ტელეკომპანია "მაესტროში" შეხვედრა არხის თანამშრომლებსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის შორის დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულების თქმით, პროტესტი არ ყოფილა. ეთერში 12 საათიანი გაშვება არ გავიდა იმის გამო, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არხის გენერალური დირექტორის საკითხს შეეხო. ხვალ პარტნიორთა კრება უნდა გაიმართოს, სადაც უნდა გადაწყდეს თუ ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანია "მაესტროს". ერთ-ერთი კანდიდატურაა ზვიად ნაყეური, რომელიც წარსულში ფოთის პორტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. "შევჯერდით ყველაფერზე და ხვალ გაიგებთ ყველაფერს ვინ და როგორ იქნება. არ არის არავითარი გაფიცვა, ყველაფერი დალაგდება. ამ ეტაპზე შევთანხმდით და ხვალ იქნება დამფუძნებელთა კრება და ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა გია გაჩეჩლაძემ. მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, არსებული პრობლემები ახალი დირექტორის დანიშვნით მოგვარდება. "ძალიან სამწუხაროა მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების გზად გვესახება ახალი დირექტორის დანიშვნა რომელიც ამ პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პრობლემა", - აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" თანამშრომლები გაიფიცნენ. არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. გაფიცულები არიან ჟურნალისტები და ასევე ტექნიკური პერსონალიც. გადაღებაზე არც ტელევიზიის ოპერატორები გავიდნენ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)