22:14 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:53:30, 642 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გოდერძი წ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოდერძი წ. ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში იმ დროს დააკავეს, როდესაც მას სატვირთო ავტომანქანით უკანონოდ მოჭრილი ხის მორები გადაჰქონდა.

დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან წაბლის ხის 2,10 მეტრი სიგრძის 20 ცალი მორი ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა დაკავებამდე ორი კვირით ადრე ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ე.წ. კორთხას ტყეში მოჭრა 8 ძირი წაბლის ჯიშის ხე, რომლებიც დაჭრა 2, 10 მეტრი სიგრძის მორებად. მორების ნაწილი დატვირთა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაში და დასახერხად ჩაიტანა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ხის დამამუშავებელ საამქროში. შემდეგ კი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მორები გადაიტანა ქალაქ ქუთაისში, ხის დამამუშავებელ საამქროში.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics