|
2026-06-08 14:47:47, 2773 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შედის პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესში. როგორც მან დღეს, 8 ივნისს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც ინდივიდუალურად ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს. პაპუაშვილის განმარტებით, თუ არსებული წესის მიხედვით ჟურნალისტის მხრიდან აკრედიტაციის წესების დარღვევა პირველ ჯერზე 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებას, განმეორების შემთხვევაში კი 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა, ცვლილების თანახმად, პირველ ჯერზე ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე ვადით შეიძლება შეუჩერდეს. "დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის თანახმად, ცვლილების საფუძველია ის, რომ "საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან" დაახლოვდეს. „როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ შემოიღებენ დეპუტატებთან ინტერვიუს წინასწარი შეთანხმების წესს. "ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის. ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ. ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში, არ გადმოვიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პირობა, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესებს გადახედავდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მაისში გაახმაურა, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" განცხადების კვალდაკვალ, რომ ერთი წლით აეკრძალათ ევროპარლამენტში საქმიანობა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)