|
2026-06-08 12:24:29, 1736 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, უპირველესად ყოვლისა, ბრიუსელმა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „შემდეგ კვირაში მორიგი რეზოლუცია განიხილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. ერთ-ერთი ავტორი არის რასა იუკნევიჩიანე. საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რა ფასი აქვს თქვენთვის ამ რეზოლუციებს?“ „არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში. მათ პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, პირველ ყოვლისა, ბრიუსელმა. მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს როცა ახორციელებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აღებული აქვს ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, სტატუსის უპატივცემულობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს მტრული პოლიტიკა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)