12:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 17:11:37, 7301 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე აშშ-ზე - ჩვენი ტრაექტორია უცვლელია

ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ოცნების "ტრაექტორია უცვლელია"

"ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს: პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

ზუსტად ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდან ყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ში წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება და ამავდროულად სიტყვით გაცხადებული, გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში.

ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან." - ამბობს არჩილ გორდულაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics