|
2026-06-02 13:22:09, 2093 ნახვა
საზოგადოება
TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
Co-Create Innovation ღონისძიებების სერიის ფარგლებში, თიბისი ტექმა საერთაშორისო პარტნიორს, Miro-ს უმასპინძლა - პლატფორმას, რომელიც მსოფლიოში თანამედროვე თანამშრომლობისა და ინოვაციური სამუშაო პროცესების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. ღონისძიების მონაწილეებს Miro-ს წარმომადგენლებმა ინტერაქციული დემონსტრაციის საშუალებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და აჩვენეს, როგორ ეხმარება პლატფორმა ორგანიზაციებს იდეების გენერირებაში, ეფექტიან თანამშრომლობასა და ინოვაციების განვითარებაში. პანელური დისკუსიის ფარგლებში კი, განხილული იყო, როგორ იყენებს თიბისი Miro-ს ინოვაციური პროცესების გასაძლიერებლად და რა როლი აქვს ტექნოლოგიურ პარტნიორობას ახალი შესაძლებლობების შექმნაში. სპიკერებმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ იქმნება ინოვაცია წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად და როგორ ეხმარება თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები გუნდებს იდეების რეალურ შედეგებად გარდაქმნაში. დღეს, Miro-ს მსოფლიოს მილიონობით პროფესიონალი და ორგანიზაცია იყენებს პროდუქტის განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვის, ინოვაციური ვორქშოფებისა და გუნდური თანამშრომლობისთვის. Co-Create Innovation ღონისძებები საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას წამყვან გლობალურ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან აკავშირებს და ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გაზიარებას უწყობს ხელს. Miro-სთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის თიბისი საერთაშორისო პარტნიორობების მეშვეობით სივრცეს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის. სწორედ, ასეთი თანამშრომლობები აჩქარებს ინოვაციების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)