|
2026-05-28 11:12:21, 2521 ნახვა
საზოგადოება
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა. ლოცულაშვილს "ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას". "კლინიკა დატოვა. 02:00 საათზე მოგვმართა თვითდინებით. კონსულტირებული იქნა ჩივილებიდან გამომდინარე სხვადასხვა სპეციალისტის ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მიერ. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას. რაც შეეხება რა სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული და სად, ზედაპირული დაზიანებები იყო, ხარისხსა და სიმძიმეზე ექპსერტიზა გაგცემთ პასუხს". - განაცხადა კლინიკის დირექტორმა. შეგახსენებთ, 27 მაისს, გორში, პოლიციელები 2 მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)