|
2016-04-04 10:50:41, 712 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა
გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ დიუსელდორფში გიორგი მღებრიშვილს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრმა ბერნარდ ნებემ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იგი მიესალმება ქართული მხარის შეთავაზებას ინფორმაციის გაცვლისა და კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ბევრი გააკეთეთ საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. დარწმუნებული ვარ, გერმანიაშიც წარმატებით და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას ბერნარდ ნებემ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ მიწებზე ვიზიტისას, მან გერმანელი კოლეგებისგან დიდი ინფორმაცია მიიღო, რომლის ანალიზი სამოქმედო გეგმის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. „მზად ვართ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ და ერთობლივი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჩვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ საჭირო ცნობები. თუ ინფორმაციით ვიქნებით შეიარაღებული, ყოველთვის დამნაშავეებზე ერთი ნაბიჯით წინ ვიდგებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, საერთო ჯამში, რაოდენობრივად ბევრი არ არის, თუმცა, ეს მაინც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველოში არავის დევნიან. საქართველოს მოქალაქეები კი გერმანიაში თავშესაფრის მიღების ხანგრძლივ პროცედურას არაკეთილისინდისიერი მიზნებისთვის იყენებენ. შესაბამისად, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა. გიორგი მღებრიშვილი და ბერნარდ ნებე სამუშო ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ, რაც ოპერატულ-ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ერთობლივად გამოძიებას გულისხმობს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)