|
2026-05-27 21:16:29, 4278 ნახვა
პოლიტიკა
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა ქართული ოცნებების ძალადობრივი სისტემის დანაშაულია. ალიანსის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან, მათ პოლიცია უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქციეს. "გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია. ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა. ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა. ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე", - ვკითხულობთ განცხადებაში. გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)