|
2016-04-04 10:44:19, 612 ნახვა
საზოგადოება
მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში ყოველთვიურად 1 446 ბავშვისა და მოზარდის სწავლებას აფინანსებს
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების“ ქვეპროგრამის მიდინარეობის პროცესის გასაცნობად ერთ-ერთ საცურაო აუზს ეწვია. მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამა მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ქვეპროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 726 500 ლარია, რაც თვეში მაქსიმუმ 1446 ბავშვისა და მოზარდის დაფინანსებას ხმარდება. „პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით თბილისის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთაც საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დასაფინანსებლად თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. თბილისის მერია საცურაო აუზებში ერთი ბავშვის სწავლებას თვეში 70 ლარით აფინანსებს, ფეხბურთს - 50 ლარით, ტანვარჯიშს - 35 ლარით, ხოლო სხვა სახეობებს - 30 ლარით“, - აცხადებენ მერიაში. როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზში „sport time”, თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 116 ბავშვის სწავლება ფინანსდება. აღნიშნული საცურაო აუზის გარდა, თბილისში ბავშვებს 5 საცურაო აუზი ემსახურება, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მსურველები თავად ირჩევენ. სულ, საცურაო აუზებში თვეში მაქსიმუმ 700 ბავშვის სწავლება ფინანსდება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)