|
2026-05-25 13:13:08, 6281 ნახვა
საზოგადოება
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ. „რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები და რეალურად ჩანს ძალიან კარგად, რომ სიღარიბის კლებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს ჩანს უკვე პირველადი გადახედვის მონაცემებით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)