|
2016-04-03 13:54:39, 674 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე, ტყის აღდგენის მიზნით 3000 ნერგი დაირგო
ოქროყანაში, დაავადებული და გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის პირველი ღონისძიება განხორციელდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში დღეს 3000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. მათივე ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აღნიშნული ტერიტორია ხეების დაავადებების გავრცელების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერას წარმოადგენდა. ტყის მასივების ფიტო სანიტარიული მონიტორინგის შედეგად, აქ, არსებული ნარგავების თითქმის 100%-იანი ხმობა იყო დაფიქსირებული. საშიში კერის გაზრდის პრევენციის მიზნით, მხოლოდ ოქრო ყანაში 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა. ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ კი ტერიტორიის ეტაპობრივი გამწვანებით ტყის აღდგენა დაიწყო. გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე 10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. "2014 წლის ზაფხულში ამ ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ტყის გარკვეული ნაწილი გაანადგურა,ასევე დიდი ნაწილი იყო მავნებლებისგან დაზიანებული და გამხმარი. ჩვენ გავასუფთავეთ და გავამწვანეთ ტერიტორია. აქ ჯამში 10 000 ხე დაირგვება. დღეს კი 3000 ნერგი დავრგეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. სპეციალისტების რეკომენდაციით, შერეული სახეობების ნერგებით ტყის აღდგენა ტყის კორომების სიმდგრადისთვის უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითად იმ იმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარიზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება. მცენარეების და რგვის შემდეგ მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.
2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე,შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)