|
2026-05-15 17:02:30, 6984 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. "შეხვედრის დროს 37-მა ქვეყანამ დაამტკიცა გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამო სპეციალური ტრიბუნალისთვის საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით – რაც სპეციალური ტრიბუნალის მესამე სადამფუძნებლო დოკუმენტია." – განაცხადა უკრაინის საგარეომ. ცერემონია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა და შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოები მინისტრთა დონეზე იყვნენ წარმოდგენილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ "დღეს ჩვენ უკან დაბრუნების წერტილი გადავლახეთ – სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა." "პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა და ეს ტრიბუნალი ამის მიღწევაში დაეხმარება. ის ისტორიაში შევა, როგორც კრიმინალი, და არამარტო ის. პუტინი, შოიგუ, გერასიმოვი, ბორტნიკოვი, ზოლოტოვი, მედვედევი, პატრუშევი, ლუკაშენკო და სხვები. დღეს მათ ჰააგისკენ ბილეთი მიიღეს." – განაცხადა სიბიჰამ. უკრაინის საგარეომ განმარტა, რომ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება განსაზღვრავს ტრიბუნალის ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ და სამმართველო საფუძვლებს და შექმნის დამატებით მექანიზმებს სპეციალური ტრიბუნალისთვის გაფართოებული რეგიონთაშორისი მხარდაჭერისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)