14:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 16:06:26, 4521 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა

არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა.

როგორც გვარამია აცხადებს, საზოგადოებაში რევოლუციური სცენარის დაკვეთა და საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს და მიაჩნია, რომ ამის სურვილს მხოლოდ ცალკეული ადამიანები გამოთქვამენ.

„ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუცია გადაწყვიტა.. არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი. რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როდესაც ლაპარაკობ და პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს. არ არის ამის დაკვეთა ადგილზე.

არის ამის სურვილი ცალკეულ ადამიანებში, ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვზრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. და ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან ან საერთოდ არ არიან. ჩართულები ან არიან ან არ არიან საერთო მოძრაობაში და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როდესაც თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით“- განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics