|
2026-05-11 11:14:12, 2626 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და უკვე მეორე წელია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მთავარი მხარდამჭერია. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევა არაუმეტეს 30 მოსწავლე, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. ფინალური ტური 31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდება, რის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები. ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებენ, რომელიც 2-8 აგვისტოს ასტანაში, ყაზახეთში გაიმართება. საქართველო, საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პირველად 2025 წელს წარდგა და პირველივე წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - ეროვნული ნაკრების წევრებმა ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვეს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნის აუცილებლობა. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ მოსწავლეების მოსამზადებლად შექმნა AI ლიგა და სპეციალური საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)