|
2026-05-10 22:19:20, 6090 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და, მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "პეტერ ფიშერის აგდებულ საუბარზე რაიმე კომენტარის გაკეთება რთულია. ერთადერთი სიკეთე, რაც მას შეუძლია, გააკეთოს საქართველოსთვის, ისაა, რომ ეს ქვეყანა დატოვოს და, მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის. სიმართლე გითხრათ, განცვიფრებული ვარ, როგორ შეიძლება, ელჩს მასპინძელი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ასეთ ზიზღს ავლენდეს. ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)