|
2026-05-06 14:06:13, 3708 ნახვა
საზოგადოება
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურ“ დონემდე გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი (IDR) 'B+'-ზე დაადასტურა. რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების 95.99%-იანი წილის წარმატებულ შეძენას. Fitch Ratings-ის განმარტებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვა ორჯერ მეტად ზრდის ბანკის ზომას და მას სექტორში სიდიდით მესამე უმსხვილეს ბანკად აყალიბებს. „პოზიტიური“ პროგნოზი ასახავს Fitch-ის მოლოდინს, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანებული ჯგუფის ბიზნესის მასშტაბებს, გააძლიერებს კონკურენციას და დივერსიფიკაციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე. „Fitch-ის მიერ ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურ“ დონემდე გაზრდა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც ლიბერთის შესყიდვით გადავდგით. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენი ერთობა ქმნის მძლავრ, დივერსიფიცირებულ და მაღალკონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს.“ - Fitch-ის მიერ რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, აღნიშნა ბაზისბანკისა და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)