14:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 09:23:00, 498 ნახვა

საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, 03:00 საათიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება.

„ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, აქედან გამომდინარე, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics