|
2026-05-01 11:27:40, 233 ნახვა
ეკონომიკა
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
„თეგეტა მოტორსსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა - „თეგეტა მოტორსის“ სერვისებისა და პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა American Express-ის (AmEx) საკრედიტო ბარათით უკვე შესაძლებელია. ამ სიახლესთან ერთად, კომპანიები ერთობლივ კამპანიასაც იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ სარგებელს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზება 1-ელიდან 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათის მფლობელები „თეგეტა მოტორსში“ გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ. ჯამურად, ერთი მომხმარებელი, თვის ჭრილში, მაქსიმუმ 10 000 MR ქულის დაგროვებას შეძლებს, რაც ყოველდღიური ხარჯვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „როდესაც ავტომობილის არაგეგმური შეკეთების საჭიროება დგება, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი თანხა წინასწარ არ აქვთ გადადებული. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „საქართველოს ბანკის“ AmEx საკრედიტო ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად დაფარონ ხარჯი და თანხა მოგვიანებით, უპროცენტოდ ან გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით დააბრუნონ. ჩვენი ხედვით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს რეალურ პრობლემას უგვარებს და აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაუყოვნებლივ მოაგვაროს. „თეგეტა“ უკვე 30 წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მსგავსი სერვისების დანერგვა ამ მიდგომის ბუნებრივი გაგრძელებაა“. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მთავარია, გადახდა „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე AmEx საკრედიტო ბარათით განხორციელდეს. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ყველა პროდუქტსა და სერვისზე ვრცელდება, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ AmEx საკრედიტო ბარათის ლიმიტი - იქნება ეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაწილების შეძენა თუ სხვა საჭიროება. ამასთანავე, თითოეულ გადახდაზე ისინი MR ქულებს დააგროვებენ, რომელთა გამოყენებაც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ ობიექტებშია შესაძლებელი. მომხმარებლებს მათი გადაცვლა PLUS ქულებშიც შეუძლიათ. სხვადასხვა ტიპის ბარათზე ქულების დაგროვების განსხვავებული სქემა მოქმედებს: American Express Blue ბარათზე - 1 ლარი = 1 MR ქულა, American Express Green ბარათზე - 1₾=1.5 MR, American Express Gold ბარათზე - 1₾=2MR, American Express Platinum ბარათზე - 1₾=3MR. მაისის კამპანიის ფარგლებში კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მოიმატებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე პერიოდში დაგროვილი ქულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ. სოფო კალანდაძე, „საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი: „საქართველოს ბანკისთვის“ ეს კამპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, ყოველდღიური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ სარგებლად აქციონ. AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას MR ქულების დაგროვების სისტემა ისედაც მოქმედებს, თუმცა მაისში ეს სარგებელი 10-ჯერ გაიზრდება, რაც იმავე ხარჯით დამატებითი ბენეფიტის მიღებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობები არა მხოლოდ ზრდის ბარათის გამოყენების მოტივაციას, არამედ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის“. „თეგეტა მოტორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ორივე კომპანიის მზაობას, მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტები და სერვისები, არამედ რეალური დამატებითი ღირებულება და გაუმჯობესებული გამოცდილებაც შესთავაზონ. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალშიც განხორციელდეს მსგავსი ერთობლივი კამპანიები და შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს კიდევ უფრო მოქნილად და ეფექტიანად უპასუხებს. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)