15:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 12:35:03, 274 ნახვა

პოლიტიკა
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა

მითების დეტექტორმა სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანისა და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის, გარეტ უორდის სახელით გახსნილი ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა, მათ მიერ მომზადებულ მასალაში წერია, რომ რობინ დანიგანის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 3 აპრილს არის რეგისტრირებული, 27 აპრილის მონაცემებით 2,5 ათასი მიმდევარი ყავს, გარეტ უორდის ფეისბუქ პროფილს, რომელიც 12 აპრილს არის დარეგისტრირებული კი 27 აპრილის მონაცემებით, – 1 300 მიმდევარი.

აღნიშნული პროფილების არაავთენტურობა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოებმაც დაუდასტურეს. გარდა ამისა, საუბარია სხვა გარემოებებზეც, რომლებიც პროფილის საეჭვოობაზე მიუთითებს:

  • ორივე პროფილი აპრილის თვეშია შექმნილი და ორივეს ჩვენს შესახებ განყოფილებაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვს მითითებული.
  • რობინ დანიგანს ლინკდენის პროფილზე მითითებული აქვს, რომ გადამგარი ელჩია, ხოლო ახლადშექმნილ ფეისბუქსა და ტელეგრამ არხზე ის მოქმედ ელჩადაა მითითებული, ფეისბუქის პროფილი კი მხოლოდ საქართველოში ამერიკის საელჩოს პოსტებს აზიარებს.

გთავაზობთ მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას:

რობინ დანიგანის სახელით შექმნილი პროფილი ძირითადად საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის პოსტებს აზიარებს, რაც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უფრო მაშინ, როცა დანიგანი სოციალურ მედიაში არც მაშინ იყო აქტიური, როცა ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის 5 ივნისს კი ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გასვლას აპირებდა.

ბრიტანეთის ელჩის ფეისბუქზე კი პოსტები საერთოდ არ იძებნება.

ორივე დიპლომატის საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვთ მითითებული, რომლითაც მათთან კომუნიკაციაა შესაძლებელი და რომელიც მათ არ ეკუთვნით. კიბერუსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლელმა დიპლომატებმა რუსული ტელეგრამ არხი საჯარო კომუნიკაციისთვის გამოიყენონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რობინ დანიგანის ლინკდენის გვერდზე მითითებული აქვს, რომ ის გადამგდარი ელჩია, ხოლო ტელეგრამსა და ფეისბუქზე ის მოქმედ ელჩად არის მოხსენიებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics