12:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 18:24:26, 436 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია ბესელიას მიმართავს: თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით უადგილო იყო

"თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი",-ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური" პარტიის წევრი თამარ კორძაია  დეპუტატ ეკე ბესელიას განცხადებას.

კორძაიას თქმით, რესპუბლიკელებს თავიანთი პოზიციების ღიად გამოხატვის პრობლემა არ აქვთ.

“თქვენი პასუხი პოლიტიკურ ქვეტექსტებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იმიტომ, რომ არც ბატონ ნოდარს და არც ერთ "რესპუბლიკელს" არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ჩვენი პოზიციები გამოვხატოთ ღიად და ეს იცის ყველამ, ამიტომ გთხოვთ, მომავალში ეს გაითვალისწონოთ, “ - განაცხადა  თამარ კორძაიამ.

შგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია და   ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრი ნოდარ ებანოიძე ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუატატს შორის დაპირისპირების მიზეზი საბავშვო ბაღების რეფორმა გახდა.

„უკაცრავად ნუ ყვირიხართ, გაუგებარი ლოგიკაა ჩემთვის რასაც ამბობთ. ხელებს ნუ იშვერთ ბატონო ნოდარ და ნუ ყვირიხართ. თუ გინდათ გამობრძანდით და დაასაბუთეთ თქვენი ლოგიკა, რომელიც მე ვერ გავიგე და ნუ ყვირიხართ. დღეს მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით. კანონპროექტის სულისკვეთების ნოტას დაუბრუნდით და იმედია პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული. დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ. კაცო, ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორ ცვლის ხალხს, ამ კანონზე შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო?“,-მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics