|
2026-04-27 11:17:27, 1324 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს, განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის, – ამის შესახებ, ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, ბრიუსელში ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკით შეხვდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია დიპლომატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „გზაჯვარედინზეა“ და მისი მომავალი დამოკიდებულია მისი ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანზე. დიპლომატმა ასევე აღნიშნა ევროპული გზიდან გადახვევის რისკი და რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული უკუქცევით. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)