|
2026-04-24 12:42:38, 252 ნახვა
პოლიტიკა
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა წერს, რომ "სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში არ ჩანს, ვინაიდან ბიზნესმენს გამოხატვის თავისუფლება წაერთვა“. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ისეთი კანონი, რომლითაც ბიზნესმენს აზრის გამოხატვის თავისუფლება აღარ აქვს. რესან ქიქავას წერილი სრულად: "არ მეგონა, რომ ამის ახსნა დამჭირდებოდა. თუმცა როგორც ჩანს ბევრს გამორჩა, თუ ვერ მიხვდა რა მოხდა და მეკითხებიან, რატომ აღარ "ვჩანვარ" სამოქალაქო/პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ აქვე დავწერ. ცოტა ხსნის წინ, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, უკრძალავს ბიზნესის წარმომადგენელს, ნებისმიერ საჯარო აქტივობას, რაც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის ამჟამინდელ საქმიანობასთან. კიდევ უფრო მარტივად, ბიზნესმენს წაერთვა, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება… ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ "სიმძიმეს" ანიჭებს კანონმდებელი ბიზნესმენის მხრიდან ასეთ, "საზოგადოებისთვის საშიშ" ქმედებას. თუ, ზოგადად კანონმა საკმარისად არ აღგაშფოთად, სავარაუდოდ თავში გაგიელვებთ ადმინისტრაციული კოდექსი, ჯარიმა. მაგრამ შეცდებით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ჯარიმაც, ბიზნესის ლიკვიდაციაც და თავისუფლების აღკვეთაც, ვადით 4 წლამდე. ბიზნესის დახურვა და თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე… აზრის საჯაროდ გამოხატვისთვის. ანტიკონსტიტუციურია? წარმოუდგენელია? როგორ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს? ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს სამწუხაროდ ვეღარ მოგახსენებთ. ჩემი სამოქალაქო აქტივობის ერთადერთი მიზანი იყო, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბიზნეს საზოგადოებაში, გაზრდილიყო სამოქალაქო თვითშეგნება, გაჩენილიყო სოლიდარობის განცდა, რომ ყველას ერთად დაგვეცვა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დაგვეცვა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის "იდეა", რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და დაგვეცვა ის ადამიანებიც, ვისთვისაც მხოლოდ კარგი გვემეტება. ბევრმა მომისმინა, გაიზიარა ჩემი ხედვა და მხარი დამიჭირა, რისთვისაც მადლობელი ვარ. იყვნენ ისეთებიც, ვინც მიმტკიცებდა რომ ბიზნესმენმა, ბიზნესს უნდა მიხედოს და საზოგადოებრივი, სამოქალაქო, პოლიტიკური ცხოვრება მისი საქმე არ არის… "ამ ქვეყნის შვილობის" და "საქართველოს გაუმარჯოს" სენტიმენტებს თავი რომ დავანებოთ, როცა გადასახადებს იხდი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა შენს ბიზნესზე პირდაპირ, თუ ირიბად აისახება, ქალაქის ჰაერს სუნთქავ, აქვე საკვებს მიირთმევ, სახელმწიფო სერვისებით და ინფრასტრუქტურით სარგებლობ… შენი თანამშრომლები, მომხმარებლები, პარტნიორები, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ამ სივრცეში არიან, ამ განათლებით, ჯანდაცვით სარგებლობენ, ეს არაფერი არ გეხება? კეთილი. არ მინდა ვინმეს ქმედება, თუ უმოქმედობა განვსაჯო. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, საზრუნავი და გადაწყვეტილებები. მეც ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები ვაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად", - წერს ის.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)