|
2026-04-15 11:29:43, 7985 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია. 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა. ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)