01:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 12:07:49, 594 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის საქმეზე, საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებით, ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით, ქართული მხარე საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე,  საზოგადოებას გააცნობს მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ: შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული  CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას. საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოჩენილი ძალისხმევისა და  გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI)“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics