|
2026-04-10 13:32:02, 10041 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. პოლონური მედია წერს, რომ ძებნაშია ბავშვის მამა, რომელიც ქართველია. ამასთან, დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 5 თვის ბიჭი საავადმყოფოში პარასკევს შეიყვანეს. მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი: ბავშვის დედა და ორი კაცი, მოლდოვის მოქალაქეები. გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად იმყოფებოდა, ბავშვი კი მამასთან ერთად და ორ ნაცნობ კაცთან ერთად - სახლში დატოვა. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)