|
2026-04-09 11:43:16, 6452 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს. "1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას! იმ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა! 9 აპრილის ღამე ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!", - წერს ის Facebook-ზე. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)