13:48 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-04 17:38:16, 5518 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში,  საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარეთლისკოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, რაზეც "თბილისი ენერჯიმ" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. 

სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის", - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics