თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. 

" />
11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 17:07:30, 517 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით,  ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას, ტაქსით მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ  უარყოფითად არ აისახოს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებზე.

„სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. თუმცა მეორესმხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს.

„სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება.თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics